“დამაზიანებელი და უაზრო” – გოცირიძე სამთავრობო ქალაქის იდეაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ინციატივას, რომლის მიხედვითაც, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის განთავსება იგეგმება, “უაზროს” უწოდებს:

„ოთხი წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებიდან არ მოგვისმენია არც ერთი სიახლე გაკეთებულ საქმეებზე. თუკი რამე კეთდება, ეს არის წინათ დაწყებული საქმის ინერციით გაგრძელება. ყოველი მათი ახალი იდეა, ეს არის დამაზიანებელი და უაზრო. ახლა შემოაქვთ ახალი უქმე დღე. უნდა იზეიმონ დიდგორზე გამარჯვება. თითქოსდა დავით აღმაშენებლის გამარჯვების თანამონაწილეები იყვნენ ეს უქნარა ადამიანები. არავინ უშლის მათ ზეიმს და უქმე დღის დაწესებას. რატომ ვაცხადებთ უქმე დღედ, როცა საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში უქმე დღეებით? ამიტომ ყოველი მათი იდეა არის სასაცილო, არის ხარჯიანი და ქვეყნისათვის დამაზიანებელი,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში” ჩვენ, პარლამენტარებს პრეზიდენტმა უნდა დაგვიწეროს კანონი?!”
შემდეგი სტატიაე.წ. სამთავრობო ქალაქის აშენება ხარჯების ოპტიმიზაციისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა- გახარია