17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

დამატებითი სამხედრო ხომალდი ახლო აღმოსავლეთში – აშშ ირანის მისადგომებთან პოზიციებს აძლიერებს

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ხომალდს აგზავნის, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა „როიტერს“ განუცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებმა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე მიიღო.

ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ ხომალდი USS Delbert D. Black რეგიონში ბოლო 48 საათის განმავლობაში შევიდა. მისივე თქმით, ამით ახლო აღმოსავლეთში გამანადგურებლების რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, ავიამზიდთან და სამ სხვა სანაპირო საბრძოლო გემთან ერთად.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონადლ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ ირანის ხელისუფლება დემონსტრანტებზე ძალადობას არ შეწყვეტს, ირანს დაარტყამს.

banner
წინა სტატიაში“სტრატეგიული შეცდომა” – აბას არაღჩი ევროკავშირის მიერ, „ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანას ეხმაურება
შემდეგი სტატია“დროა, ჭკუა ისწავლონ, ვიდრე გვიანი არ არის” – ტრამპი ევროპას ქარის წისქვილების სიმრავლეს უწუნებს