“დამატებითი მოცულობის გატარება მილსადენში, რომლითაც „სოკარი“ საქართველოს ამარაგებს შეუძლებელია”

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველო დამატებით მოცულობას ვერ მიიღებს მილსადენიდან, რომლითაც „სოკარი“ ქვეყანას ამარაგებს, რადგან მასში დამატებითი მოცულობის გატარება შეუძლებელია.

ვიცე-პრემიერის თქმით, გამომდინარე აქედან, დამატებითი მოცულობების დაბალანსება ხდება რუსეთიდან, საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენიდან.

„რაც შეეხება მოცულობებს, დღეს ჩვენი ქვეყნის საერთო მოხმარება ბუნებრივი აირის არის 2 მილიარდ 500 000, ეს 2012 წელთან 35-38%-ითაა გაზრდილი. 2015 წლის მოცულობა 2014 წელთან შედარებით გაზრდილია 19%-ით. დღეს ყოველდღიურად ჩვენ გვიწევს დაახლოებით 11 მილიონზე მეტი კუბური მეტრი გაზის შემოტანა, ესაა 6 მილიონი „სოკარიდან“ წამოღებული ბუნებრივი აირი, ანუ იმ მილსადენით რომელსაც ჰქვია „ყაზახი“, 2 მილიონ 900 000 არის „შახდენიზიდან“ მიღებული ბუნებრივი აირი და 2 მილიონ 2.5, ესაა 10% იმ მოცულობისა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ საქართველოს გავლით, სომხეთში მიმავალი მილსადენით. ფიზიკურად ჩვენ დამატებით მოცულობას ვერ ვიღებთ ამ მილსადენიდან, რომლითაც „სოკარი“ საქართველოს აწვიდის ბუნებრივ აირს, ფიზიკურად შეუძლებელია მეტი დამატებითი მოცულობები იქნეს გატარებული ამ მილსადენში. ამიტომ, დამატებითი მოცულობების დაბალანსება ხდება რუსეთიდან, საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენიდან“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული
შემდეგი სტატიაჟურნალისტებმა იანუკოვიჩის აგარაკის ვიდეო გამოაქვეყნეს