დამასკოში ტერაქტს მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა

სირიის დედაქალაქ დამასკოში ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებასთან ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის ხუთი პოლიციელია.
როგორც სირიის საინფორმაციო სააგენტო „SANA“ იუწყება, პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული მანქანაც აფეთქდა.აფეთქებამდე კი, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომლებიც ავტომობილიდან გადმოვიდნენ, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა სცადეს, თუმცა პოლიციელთა მხრიდან საპასუხო ცეცხლის გახსნისთანავე მათ თავი აიფეთქეს.
მომხდარი ტერაქტი, საკუთარ თავზე ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

banner
წინა სტატიაშიავაღანელებმა სამხედრო ოპერაციის დროს მტერზე მეტი მოყვარე დახოცეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი განცხადებას გააკეთებს