21.1 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

დამასკოს ცენტრში, კაფეში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა

დამასკოს ცენტრში, ხალხმრავალ კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა — იუწყება სირიის სახელმწიფო მედია.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ბომბი დამონტაჟებული იყო კაფეში, რომელიც სირიის დედაქალაქის ცენტრში, იუსტიციის სასახლის მახლობლად მდებარეობს. მომხდარ თავდასხმაზე სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია და პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ჯგუფს არ აუღია.

2024 წლის ბოლოს, ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, დამასკოში მსგავსი თავდასხმების მცირე რაოდენობა დაფიქსირდა. ასადის ჩამოგდებამ აჰმედ ალ-შარაას (რომელიც ახლა სირიის პრეზიდენტია) და მისი ამბოხებული ძალების მიერ, ქვეყანაში 14-წლიანი სამოქალაქო ომი ეფექტურად დაასრულა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში რამდენიმე ადგილას ტყის ხანძარს ებრძვიან
შემდეგი სტატიაშოთა ბურჯანაძე: რესტორნები ბოლო ერთ წელში 15-20%-ით გაძვირდა