დამასკმა სირიაში შესულ თურქულ ჯარისკაცებსა და დაქირავებულებზე ისაუბრა

12სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 13 თებერვალს თურქეთიდან სირიაში 12 პიკაპის ტიპის სამხედრო მანქანა შევიდა, რომელზეც საბრძოლო იარაღები იყო დამონტაჟებული, სატვირთო მანქანებით კი, დაახლოებით 100-მდე ჯარისკაცი იქნა შეყვანილი. “სავარაუდოდ, უმეტესი მათგანში თურქი ჯარისკაცები და დაქირავებულები არიან” – განაცხადა სამინისტრომ.
დამასკმა ხაზი გასუვა იმას, რომ თურქეთის არტილერიული სროლები ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერის სირიელ ხალხზე და სირიის ფასეულობებზე თავდასხმას ნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ სირიის მთავრობამ გაეროს ოფიციალური წერილი მისწერა “შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა მსოფლიოში მშვიდობის მზარდასაჭერად და დაუყოვნებლივ შეაჩეროს თურქეთის რეჟიმის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები”.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი: სეირებში მონაწილეობას არ ვაპირებ
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა