დამანგრეველ მიწისძვრას ეკვადორში 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა გვიან ღამით ეკვადორში. 7 მთელი 8 მეათედი მაგნიტუდის ბიძგები სანაპირო ზონაში, ქალაქ მუისნესთან დაფიქსირდა. ეპიცენტრი 19 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა, თუმცა ოფიციალური პირების განცხადებით ცუნამის წარმოქმნის საფრთხე აღარ არსებობს.

მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის ცნობილია 41 გარდაცვლილის შესახებ, თუმცა ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ხალხია მოყოლილი. მიწისძვრის გამო ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სპეციალისტებმა უკვე 36 განმეორებითი ბიძგი დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ რყევები იმდენად ძლიერი იყო, რომ პერუშიც იგრძნობოდა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაბათუმში ახალგაზრდა გოგო მერვე სართულიდან გადმოვარდა