გია ხუხაშვილი: დამანგრეველ დარტყმას ხელისუფლება იქიდან მიიღებს, რის შემდეგაც პროცესები შესაძლოა დომინოს პრინციპით განვითარდეს

რაც არ უნდა აპრავონ ქოცებმა გაზის ამბავი, ვიცით რა, როგორ რეაგირებს ბრიტანეთი ქიმიურ, ან ბიოლოგიურ შეტევებზე, სავარაუდოდ საკმაოდ მოკლე ხანში პირველ დამანგრეველ დარტყმას ხელისუფლება იქიდან მიიღებს, რის შემდეგაც პროცესები შესაძლოა დომინოს პრინციპით განვითარდეს,-წერს გია ხუხაშვილი.

დღეს BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ოცნებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი “კამიტე”გამოიყენა. გამოცემა წერს, რომ კანის წვა, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ღებინება და სხვა სიმპტომები, რომლებიც თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა, შესაძლოა, იმ ნივთიერებით ყოფილიყო გამოწვეული, რომელსაც შეეძლო ფატალური შედეგიც გამოეწვია.

საშიში ქიმიური ნივთიერება – კამიტი საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. ის მიმოქცევიდან 1930-იან წლებში ამოიღეს მისი საშიში ეფექტის გამო.

BBC წერს, რომ ნივთიერების დადგენაში მათ მაღალი რანგის ინფორმატორი სპეცრაზმიდან, ექიმები და ექსპერტები დაეხმარა.

მოგვიანებით, სუს-მა გაავრცელა განცხადება და დაწერა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და “უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების” მუხლებით, BBC-ის ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით საპროტესტო ბანერები მიიტანეს და პერფორმანსის სახით თეთრი კვამლი გაუშვეს
შემდეგი სტატია“დათვის ტყვიებიც ნაცების დროს იყო შეძენილი და 20 ივნისს რომ გვეკითხა, ტყვიები არც იყო მათი ხელწერა” – მაკო გომური გომელაურის განცხადებაზე