9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 2 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორ პირის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორემ ბრალდებულისთვის იარაღის წართმევა შეძლო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარი ხოშტარიას განაჩენზე: პოლიტიკური პატიმრების ადგილი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში არ არის