იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, 21 დეკემბერს, იტალიაში, კვარტოში, ადგილობრივი განყოფილების კარაბინერებმა ბინაში შეჭრის მცდელობისას 50 წლის მამაკაცი დააკავეს. გაქცევის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე კიბეებიდან გადმოვარდა, ამჟამად დამნაშავე საავადმყოფოში, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
დაკავებულს ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ქურდობის მცდელობა და არალეგალური მიგრაცია ედება.

















