29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა- დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს მოქალაქეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ახალგაზრდა მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი ორივე პირი, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშინარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შემდეგი სტატიამედია: რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს – არიან დაჭრილები და დაღუპულები