დამახინჯებულია, თითქოს პრემიერმა მოსახლეობას ლარის კურსის დავიწყებისკენ მოუწოდა-პრემიერის პრესცენტრის განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში, მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების პოლიტიკური მიზნით დამახინჯებაზე საუბრობენ და განმარტებებს აკეთებენ .

“სამწუხაროდ, გახშირდა ადამიანებისთვის მგრძნობიარე და მტკივნეული თემების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება – სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, ამა თუ იმ ინფორმაციას, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, მიზანმიმართულად ამახინჯებენ. სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სავალუტო კურსის დავიწყებისკენ მოუწოდა. პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა კონკრეტული გეგმა და ნაბიჯები, რომელთა რეალიზაციის შედეგად ჩვენი მოსახლეობა აღარ იქნება ყოველდღიურად დამოკიდებული სავალუტო კურსის ცვლილებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და რთული სოციალური ფონის გათვალისწინებით, საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს, თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკისა და ქვეყნის განვითარების დონიდან გამომდინარე, აქვს შესაძლებლობა, მისი ეკონომიკა იყოს უკეთეს მდგომარეობაში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით“, – აცხადებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი: დღეს არის ბედნიერი დღე – ვაკურთხეთ ტაძარი, რომელიც პატიმრებმა ააშენეს
შემდეგი სტატიალარი ისევ გაუფასურდა