“მე დამაჯერეს, რომ არჩევნების 60 დღეზე უფრო ადრე დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი, აღმოჩნდა, რომ ასე არ არის”

მე დამაჯერეს, რომ არჩევნების 60 დღეზე უფრო ადრე დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა, რითაც პრემიერის თხოვნას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე გამოსცეს.
მარგველაშვილის განმარტებით, რადგან ”თურმე შეიძლება არჩევნები უფრო ადრეც დაინიშნოს”, საარჩევნო გარემოსთვის ”ბევრად უკეთესი იქნებაა”, თუკი ეს მაისიდან მოხდება.
”მე დამაჯერეს, რომ არჩევნების 60 დღეზე უფრო ადრე დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. ახლა გვთავაზობენ სხვა თარიღს, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესს გავაკეთებთ – მაისის დასაწყისშივე დავნიშნავთ არჩევნებს და გამოვცემ ახალ აქტს, რომელშიც იქნება ერთი წინადადება – არჩევნები დაინიშნოს 8 ოქოტმბერს. ეს იქნება ბევრად უკეთესი ქართული საარჩევნო გარემოსთვის. მანამდე – მაისის დასაწყისამდე მთავრობას ექნება შესაძებლობა რომ ყველანაირად მოემზადოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: მზად ვარ არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში მთავრობას შევეხიდო
შემდეგი სტატიავლადიმერ გროისმანი უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა