დალუქული ღამის კლუბები – “გალერი” და “ბლოუ” გაიხსნა

სპეცოპერაციიდან 10 დღის შემდეგ სამართალდამცველები დალუქული ღამის კლუბების გახსნას იწყებენ. ამ დროისთვის გაიხსნა „გალერი“ და „ბლოუ“.

ღამის კლუბების დამფუძნებლები ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ შეუშვეს.

ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა მათ ტერიტორია ცოტა ხნის წინ უკვე დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. დაკავებულებს შორის კაფე “გალერის” დაცვის სამსახურის უფროსიც არის. კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაცია პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტეს.

banner
წინა სტატიაშისირიამ ისრაელის თვითმფრინავებს ასამდე რაკეტა ესროლა
შემდეგი სტატიაშს მინისტრის მოადგილე – კლუბ „ბასიანში“ საგამოძიებო მოქმედებები მალე დასრულდება