დალილა დევაძის ბუდაპეშტური სტუდენტური დღიურები

კიდალილა დევაძე ამჟამად ბუდაპეშტის ბიზნეს უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტია და სასტუმროს მენეჯმენტს სწავლობს.საქართველოში,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი იყო.ტურიზმით ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული.
ბათუმური სტუდენტური წლები კარგ მოგონებად ახსენდება,არც ბუდაპეშტურს ემდურის.ყველაზე დიდი სიხარული განიცადა მაშინ,როდესაც პასუხი განათლების სამინისტროდან ჩარიცხვის შესახებ მიიღო.
ამბობს,რომ უცხოურ სტუდენტებთან ადვილად დაამყარა კომუნიკაცია,ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტს სწავლობს და ბევრ რჩევას იღებს მათგან.
რაც, არ უნდა გასაკვირი იყოს,ბუდაპეშტურ ჰაერზე მორგებულ ახალგაზრდა სტუდენტს,აქაური საბანკო და სამარკეტო მომსახურება არ მოსწონს.თუმცა,განათლების სისტემის გამართულობითა და ლექტორების პროფესიონალიზმით„განებივრებულს“რაღა დაგიმალოთ და“დიდ პრობლემად“არ მიიჩნევს.
როგორც თავად ამბობს,მთავარია მონდომება და სწორად დასახული მიზანი.თუ,როგორ სწავლობს,სად,როგორ?რამდენად კმაყოფილია სასწავლო და საგანმანათლებლო,აქტივობებით ამის შესახებ დალილას ინტერვიუდან შეიტყობთ.

–დალილა,მოკლედ,რომ მოგვიყვეთ,სად სწავლობდით?
–ვსწავლობდი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ტურიზმის ფაკულტეტზე, ყოველთვის აქტიური სტუდენტი ვიყავი, მონაწილეობას არაერთ კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში ვღებულობდი.ექსკურსიებსაც ვგეგმავდი, მოგზაურობა და თავგადასავლები ჩემი ცხოვრების ნაწილია და არასოდეს ვუშვებდი ხელიდან შანს ახალი ადგილების ნახვის.ბათუმში ყოფნის პერიოდში ვმუშაობდი და ფულს ვაგროვებდი საზღვარგარეთ მაგისტრატურის გასაგრძელებლად.
–გაცვლითი პროგარამებით,რომელ ქვეყანაში იყავით წასული?
–გაცვლითი პროგრამით ვიყავი თურქეთში ,19 მაისის უნივერსიტეტში სადაც ვსწავლობდი სასტუმროს მენეჯმენტს, ასევე მესამე კურსის ბოლოს სამთვიანი პრაქტიკა გავიარე გერმანიაში, ერთ-ერთ სასტუმროში, თავისუფალ დროს ვმოგზაურობდი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. გერმანიაში, ვისწავლე შრომის ფასი,თუ რა არის ნამდვილი მუშაობა.
–ახლა,სად სწავლობთ?
–„Stipendium Hungaricum“შესახებ გავიგე მეგობრისგან და მივხვდი,რომ ეს ჩემი შანსი იყო, ამიტომ არ გავუშვი ხელიდან და გამიმართლა კიდეც, გავხდი სტიპენდიანტი და ჩავირიცხე ბუდაპეშტის ბიზნეს უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე, სადაც ვსწავლობ სასტუმროს მენეჯმენტს. როდესაც საქართველოს განათლების სამინისტროდან მივიღე დადებითი პასუხი,ეს ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, ერთ-ერთი უბედნიერესი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რადგან ეს იყო წარმატების ახალი ეტაპის დასაწყისი.
–.როგორი სწავლის სისტემაა,მოგწონს თუ არა?რა და რა სახის სტუდენტურ და სამეცნიერო აქტივობებს ახორციელებთ?
–მაგისტრატურაზე სწავლა, როგორც საქართველოში აქაც ორწლიანია, ლექციების ხანგრძლივობა 1:45 წუთია რაც შეიძლება დამღლელად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანია, სულაც არ არის მოსაბეზრებელი. უნივერსიტეტს აქვს საკუთარი საერთო საცხოვრებელი კორპუსების მიხედვით, როგორც უნივერსიტეტში ,ასევე საცხოვრებლებში ხშირად აკეთებენ კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს, რაც სტუდენტებს საშუალებას გვაძლევს,ერთმანეთი და ერთმანეთის კულტურა უკეთ გავიცნოთ. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ ტრენინგები ჩაგვიტარა მანჩესტერის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა“ სასტუმროს განვითარებასა და სტრატეგიების შემუშავებაში“, სადაც იყო ჯგუფური თამაშები, გამარჯვებულები დაგვაჯილდოვეს ბელგიური შოკოლადებით და ტრენინგის დასასრულს სეტიფიკატები გადმოგვცეს.

სეწა
–.როგორი ლექტორები გყავს?აკმაყოფილებენ თუ არა,შენს მოთხოვნებს?
–ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობა არ სცდება აკადემიურ საზღვრებს, მინდა ავღნიშნო, რომ ლექტორები არიან საკუთარი საქმის პროფესიონალები, გამოცდილები და ტოლერანტები უცხოელი სტუდენტების მიმართ. მაქსიმალურად ცდილობენ დახმარებასა და ცოდნის სრულ გადმოცემას. რაც მთავარია,არ არიან მიკერძოებულები.
–თავისუფალ დროს, სად დადიხარ/თ,ცალკე და მეგობრების ერთად?რამდენად მეგობრულები არიან?ხშირად,რა თემებზე საუბრობთ,განიხილავთ და ა.შ
–ქალაქში ძალიან ბევრი საინტერესო ადგილია გართობისთვის, თავისუფალ დროს დავდივართ პაბებში, კლუბებში, ვაწყობთ პიკნიკებს ან უბრალოდ ვსეირნობთ ქალაქში და ვტკბებით ღირსშესანიშნაობებით, გააჩნია როგორი ამინდია. ხანგრძლივ დასვენებებზე კი ვმოგზაურობ მეგობრებთან ერთად. უნგრელები, ძალიან მეგობრულები და თბილი ხალხი არიან,ეს პირველივე დღეს ვიგრძენი,განსხვავებით გერმანელებისაგან.ძალიან მალე დავახლოვდით და ერთმანეთს საკმაოდ კარგად გავაცანით ჩვენი კულტურა და ტრადიციები. ზოგადად, უცხოელ ხალხთან, ძალიან მსიამოვნებს ურთიერთობა,ეს ყოველთვის ახლის მომტანია ჩემთვის. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, არ გამჭირვებია მათთან ურთიერთობა და არც საერთო საცხოვრებელ პირობებთან შეგუება, ზოგადად ძალიან კომუნიკაბელური ვარ და არ მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება. დღესდღეობით, ძალიან ბევრი უცხოელი მეგობარი მყავს,რომლებიც არაერთხელ ყოფილან ჩემი სტუმრები ბათუმში, და ანალოგიურად, მე მათი. მომწონს ჩემი ცხოვრება და მისი რიტმი, ნამდვილად, ისეთი სტუდენტური ცხოვრება მაქვს როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი.ყველა სტუდენტსა და ახალგაზრდას ვურჩევ, მთავარია დაისახონ მიზანი, და არ დაეზაროთ ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლა.
ყველაზე მეტად,რაც მოსწონს უცხოურ განათლების სისტემაში,თავისუფლება არჩევანი და დამოუკიდებლობაა.დეტალებში აღნიშნავს,რომ ამ მხრივ საქართველოში სტუდენტები დამოკიდებულნი არიან თავიანთ მშობლებზე.
ქართული განათლების სისტემის ხარვეზად,ეროვნული გამოცდების „სიმარტივეს“ასახელებს,თუმცა ფიქრობს,რომ თანდათან გამოსწორების გზას დაადგა.არგუმენტი,რომ ყველა ლექტორი ცუდია და სტუდენტი კარგი,სასაცილოდ ეჩვენება.
–თუ,შეგიძლიათ,რომ შეგვიდაროთ უცხოური და ქართული განათლების სისტემა?
–დიახ.რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ქართულ განათლების სისტემაში,ეს არის ეროვნული გამოცდების სიმარტივე,ის მინიმალური ბარიერი რომელიც თითქმის ყველას აძლევს საშუალებას უნივერსიტეტში მოხვედრის.ჩემი აზრით, საქართველოში ახალგაზრდებს არ აქვთ სტუდენტური ცხოვრება,განსხვავებით უცხოურისგან.რადგან უმეტესობა ზედმეტად დამოკიდებულნი არიან მშობლებზე,ან პირიქით.ასევე პრობლემა არის მშობლებში,რომლებსაც უნდათ დიპლომიანი და არა პროფესიონალი განათლებული შვილები.აქ ახალგაზრდებს თავისუფალი არჩევანის უფლება აქვთ,მშობლები არაფერს არ აძალებენ, არიან დამოუკიდებლები და აქვთ თავისუფალი არჩევანი საკუთარი თავის რეალიზაციისთვის.

გფდსაქქწ

–ქართული განათლების სისტემას დავუბრუნდეთ….

ქართული განათლების სისტემა თანდათან ვითარდება და ნამდვილად, არ ვარ უკმაყოფილო. სტუდენტებზე დამოკიდებულია ბევრი რამ,არ მჯერა იმის,რომ ვერ ისწავლა იმის გამო, რომ სწავლა არ არის კარგი,არ შეიძლება ყველა ლექტორი იყოს ცუდი და სტუდენტი კარგი,რა თქმა უნდა გააჩნია დეპარტამენტს. თუ რამე არ მოგვწონს (სტუდენტებს ეხება) ჩვენ თვითონ უნდა გამოვასწოროთ და არ ვაკრიტიკოთ 4 წლის განმავლობაში,რომ შემდეგ ვინმეზე დასაბრალებელი გვქონდეს ჩვენი წარუმატებლობა.

-სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

სამომავლოდ,სასტუმროს ბიზნესში ვიმუშავებ.მინდა ერთ დღესაც ჩემი გამოცდილება ქართველ სტუდენტებს გავუზიარო,ჩავუტარო ტრენინგები.ოცნება მაქვს,ჩემს ქალაქში საკუთარი სასტუმრო ან ჰოსტელი გავხსნა,რომელიც თავისი ორიგინალურობით ერთ–ერთი ტურისტული სანახობა იქნება ქალაქში.

 

თორნიკე დევაძე სპეციალურად “თაიმერისთვის”

banner
წინა სტატიაშიN16 პენიტენციურ დაწესებულებას ფეხბურთის ფედერაციამ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა საჩუქრად სპორტულ ინვენტარი გადასცეს
შემდეგი სტატიარუსეთი ნადია სავჩენკოს ექსტრადირებისთვის კიევს ულტიმატუმს უყენებს