დალი ჯონჯუა: ღმერთს გულწრფელი მადლობა, რომ 12 წლით უმცროსს და ერთადერთ ძმას, მუდამ ცოცხალს და ღიმილიანს მჩუქნის!

ასე ღიმილით წავიდა 1992 წლის ოქტომბერში გაგრის დასაცავად, ვიგლოვე ჩუმად, მეგონა დაიღუპა, მხოლოდ სახლში მარტო დარჩენილი ვტიროდი ხმამაღლა, რადგან სხვებს ვუწევდი ანგარიშს, ბევრნი იყვნენ ჩემს დღეში, თან ომის დროს შექმნილი აფხაზეთის ქართული ტელევიზიის ჟურნალისტი ვიყავი და ვცდილობდი “მაგარი” გოგო ვყოფილიყავი! 8 დღის შემდეგ გავიგე, რომ ცოცხალი იყო, როცა წითელი ჯვრის ვერტმფრენმა სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად გაგრის ტყიდან დაკაწრულ-დასისხლიანებული გამოიყვანა, შემდეგ ბევრი რამ გადახდა ნაღმზე აფეთქებისა თუ ტამიშის სისხლიანი შეტაკებების ჩათვლით… ახლა რეზინის ტყვია! და მაინც, ღმერთს გულწრფელი მადლობა, რომ 12 წლით უმცროსს და ერთადერთ ძმას, მუდამ ცოცხალს და ღიმილიანს მჩუქნის! <3

 

დალი ჯონჯუა

ჟურნალისტი

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანელმა აქტივისტმა მისი განმეორებითი დაპატიმრების საფრთხის შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიამე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი