დალაქიშვილის ცემაში ბრალდებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ველისციხის ინციდენტის მონაწილე პირები გოჩა მაისურაძე და მამუკა უსინაშვილი პატიმრობაში რჩებიან. ბრალდება მათ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, შოთა დალაქიშვილის ცემას ედავება.

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ორივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე უარი უთხრა.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ადვოკატი, რომელიც დაკავებულებისთვის 5000- ლარიან გირაოს ითხოვდა.

წინასასამართლო პროცესი 4 თებერვალს ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძემ ის ოჯახები მოინახულა, რომლებსაც მისი შუამდგომლობით ფართები დაუკანონდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი : ჩვენი ხელისუფლების ბოლოს ფრთოსან რაკეტებს ვაკეთებდით