დალაი ლამამ ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, დიალოგისკენ მოუწოდა

14371764_641260216034169_227608008_nტიბეტური ბუდიზმის სულიერმა ლიდერმა დალაი-ლამამ, პარიზში გამართულ კონფერენციაზე, მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს სირიის კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარესთან, მათ შორის ტერორისტულ ორგანიზაცია ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, დიალოგისკენ მოუწოდა…
,,მე არ ვიცი კონკრეტულად ვინ უნდა მონაწილეობდეს ამ დიალოგში, მაგრამ მიმაჩნია რომ სირიაში სისხლისღვრის შესაჩერებლად დიალოგი კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარესთან უნდა გაიმართოს, მათ შორის ,,ისლამურ სახელმწიფოსთანაც,, ,, განაცხადა დალაი-ლამამ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა რომ ისლამს ტერორიზმთან არანაირი კავშირი არა აქვს.
დალაი-ლამამ ასევე მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ერაყიდან და სირიიდან ლტოლვილ უფრო მეტ ადამიანს მისცენ თავშესაფარი და პარალელურად კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე იზრუნონ, რათა ლტოლვილებმა საბოლოო ჯამში შინ დაბრუნება შეძლონ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასროლა ვაკეში – ახალგაზრდა მამაკაცს ფეხებში ესროლეს