დალაი ლამამ დაუშვა, რომ ტიბეტის სულიერი ლიდერი შესაძლებელია ქალი იყოს

8XIV დალაი ლამამ დაუშვა, რომ მომავალში ტიბეტის სულიერი ლიდერი, შესაძლებელია, ქალი იყოს.
“ქალები, ბუნებრივად, უფრო მგრძნობიარენი არიან ცოცხალი არსებების ტანჯვების მიმართ. ამიტომ, მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულონ. თუკი დალაი-ლამას შეუძლია კაცობრიობას სარგებელი მოუტანოს იმ შემთხვევაში, თუკი ის ქალი იქნება, ეს შესაძლებელია” – განაცხადა დალაი ლამამ და დაამატა, რომ მიმდინარე წელს მონაზვნები პირველად ჩააბარებენ ბუდისტურ ფილოსოფიაში გამოცდებს.

banner
წინა სტატიაში“ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრის თარიღი განახლდა
შემდეგი სტატიაგაეროს გენერალურმა მდივანმა მოწოდება გააკეთა ტერორისტები სიკვდილით არ დასაჯონ