დაკვამლიანება მოსკოვის მეტროში – ტულსკაიას სადგურზე მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ინფორმაციას რუსული და უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შექმნილი ვითარების გამო მგზავრებმა სადგური უკვე დატოვეს.
ამ ეტაპზე დაკვამლიანების გამომწვევი კონკრეტული მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა.








