დაკითხვის ფარგლებში ხაზარაძეს მოვთხოვთ პასუხს თუ რა წერილი მიიღო შს მინისტრისგან

პროკურატურა გამოკითხვის ფარგლებში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოსთხოვს პასუხს იმის შესახებ, რაც მან თქვა საპარლამენტო კომიტეტზე, მათ შორის წერილთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მან მიიღო მუქარის წერილი შს მინისტრისგან, არ შეესაბამება სინამდვილეს.

„ხაზარაძეს მსგავსი შინაარსის განცხადება პროკურატურაში არ გაუკეთებია. მან მხოლოდ იმის შესახებ ისაუბრა, რომ მიიღო წერილი ეროვნული ბანკისგან, სადაც მითითებული იყო მისი და ბადრი ჯაფარიძის შესაძლო თანამდებობების დატოვების შესახებ. დღევანდელი დაკითხვის ფარგლებში მამუკა ხაზარაძეს მოვთხოვთ პასუხებს იმის შესახებ, რაც მან თქვა საპარლამენტო კომიტეტის სხდომის დროს, რა წერილი მიიღო შს მინისტრისგან და მოვთხოვთ ამ ინფორმაციის დამადასტურებელ დოკუმენტს“, – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

banner
წინა სტატიაში“ხმა სამარედან”-ასე აფასებს შალვა ნათელაშვილი ღარიბაშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიურ გამოსვლას არ დაესწრება