დაკითხვიდან გამოსული მამა ილარიონი: არ იყო საზღვარი სწორად შეთანხმებული

დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი ილარიონი პროკურატურაში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს, რომ სახელმწიფო საზღვარი აზერბაიჯანთან არასწორად იყო შეთანხმებული, რადგან ტაძრები ჩვენს ტერიოტირაზე არ დაფიქსირებულა.

“2004 წლიდან დღემდე იქ ვმსახურობ და ამ ხნის მანძილზე, რაც მე ამ საქმის შესახებ ჩემი ყურით მომისმენია და ჩემი თვალით მინახავს, იმაზე ვისაუბრე. არ იყო საზღვარი სწორად შეთანხმებული, ვინაიდან ჩვენი მონასტრები არ იყო ჩვენს მხარეს დაფიქსირებული. პოლიტიკურ სარჩულზე არ ვიცი, ვერ გეტყვით, მემგონი, გამორიცხულია”, – ამბობს მამა ილარიონი.

დავითგარეჯის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო საზღვარი აზერბაიჯანთან ამ დრომდე არ არის შეთანხმებული. ტერიტორია ორ სახელმწიფოს შორის კვლავ სადავოდ რჩება.

7 ოქტომბერს დაკავებულ დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ ხელმძღვანელებს ნატალია ილიჩოვას და ვალერი მელაშვილს პროკურატურა “უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებას” ედავება.

დღეს, სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ილიჩოვა და მელაშვილი 2 თვიან პატიმრობაში დატოვა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – პოლიტიკური ოპონენტებისთვის მარტივია საუბარი, ჩვენ ცოტა სხვა პასუხისმგებლობა გვაკისრია, მათ არ ევალებათ ვირუსის მართვა და არ არიან უშუალოდ პასუხისმგებელნი ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე
შემდეგი სტატიაიონათამიშვილი კორონავირუსზე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ სიტუაციას ვმართავთ