Flydubai-ს რეისის ომანელმა პილოტმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ გატაცებული ლაინერის ბენ-გურიონის აეროპორტის ტერმინალზე შეჯახებას გეგმავდა | ინფორმაციას ისრაელის ტელევიზიის მე-12 არხი ავრცელებს. მათი თქმით, მას სურდა ისრაელში „ჩვეულებრივად“ დაეწყო დაშვება, ხოლო ბოლო წამებში თვითმფრინავი ტერმინალისკენ გადაემისამართებინა, რათა მისი შეჩერება უკვე შეუძლებელი ყოფილიყო.
დუბაი-თელ-ავივის რეისზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ომანელი პილოტი ალ-მაამ ალ-ჰამამია. დაკავებული პილოტი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს და დაკითხვისას ოფიციალურად აღიარა, რომ მისი პირველადი განზრახვა სამგზავრო თვითმფრინავის გატაცება და მისი უშუალოდ ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოგდება იყო.
30 სექტემბერს Flydubai-ს რეისზე პილოტი თავს მეორე პილოტს დაესხა და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელი მგზავრებმა გაანეიტრალეს, მათ შორის იყო ქართველ-ებრაელი ექიმი, შოთა მუსოევი, რომელმაც პილოტი და 180-მდე მგზავრი გადაარჩინა. კურსის შეცვლის შემდეგ თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა ნაკლების ჩვენება

















