დახვრეტილი ორგანოები – მეცნიერები სამეცნიერო ჟურნალებიდან 400-მდე სტატიის ამოღებას ითხოვენ

რესპექტაბელური ჟურნალები ორი ათეული წლის მანძილზე წერდნენ გადანერგვის შესახებ სტატიებს ორგანოებზე, რომელიც, სავარაუდოდ, დახვრეტილ ჩინელ პატიმრებს ეკუთვნოდათ – მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი აქვეყნებს, რომელმაც სამეცნირო სამყაროში ნამდვილი სკანდალი გამოიწვია.

ტრანსპლანტაციის შესახებ ასობით სამეცნიერო სტატიის შესწავლის შემდეგ, რომელიც 2010-2017 წლებში გამოქვეყნდა, ავტორები დარწმუნებული არიან, რომ 90%-ზე მეტ შემთხვევაში საუბარია დახვრეტილი ჩინელი პატიმრების ორგანოებზე. ის, რომ ჩინეთში დახვრეტის შემდეგ გარდაცვლილის სხეულს ორგანოებად ანაწევრებენ, მთავრობამ 2009 წელს აღიარა. მოხსენების ერთ-ერთმა ავტორმა, კლინიკური ეთიკის პროფესორმა ვენდი როჯერსმა ჟურნალების რედაქცია, მკვლევარები, ქირურგები და სხვა თანამონაწილე პირები “ორგანოების მოპოვების ბარბაროსულ მეთოდებში” დაადანაშაულა. გარდა ამისა, სამეცნიერო ნაშრომების დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ 99% შემთხვევაში მითითებული არ იყო გადანერგვის შესახებ თანხმობაზე. ახლა ავსტრალიელი, შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის მეცნიერები მსგავსი სტატიების ამოღებას ითხოვენ.
მოქმედი ნორმატივით, ოპერაციის წინ ექიმები უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ დონორი წინააღმდეგი არ იყო მისი ორგანო გადაენერგათ.
უფლებადამცველების ინფორმაციით, ჩინეთში ყოველწლიურად ათასამდე ადამიანზე აღასრულებენ სიკვილით დასჯას.

2000 – 2017 წლებში სამეცნიერო ჟურნალებში სულ 445 სტატია დაიბეჭდა ორგანოთა გადანერგვის შესახებ.
გარდა ამისა, მეცნიერებს თქმით, ჩინეთიდან დონორული ორგანოები მაშინაც შედოდა სხვადასხვა ქვეყნებში, როცა იქ ნებაყოფლობითი დონორობის პროგრამა არ მოქმედებდა.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშირიოში საფეხბურთო კლუბში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამეცნიერები: ფუტკრებს მათემატიკური ამოცანების ამოხსნა შეუძლიათ