დახურული შეხვედრა ივანიშვილთან – შუშის სასახლეში მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან

კონსულტაციები შუშის სასახლეში – ამ წუთებში ივანიშვილის რეზიდენციაში მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან. მათ შორის არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე.

შუშის სასახლეში იმყოფება ლაშა ნაცვლიშვილიც, რომელიც პარტიას პიარკონსულტაციას უწევს.

შუშის სასახლეში იმყოფება რეჟისორი გოგა ხაინდრავაც. არც ერთ მათგანს შეხვედრაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

თუმცა არსებული ინფორმაციით, არსებული ვითარება და “ქართულ ოცნებაში” განვითარებული მოვლენებია განხილვის მთავარი თემა.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვას არჩევნებზე პირველ ადგილზე პრორუსული პარტია გავიდა
შემდეგი სტატიაTBC-ის საქმე და დღევანდელი ლაპარაკი ამ თემაზე არავის არ გვარგებს – ეკონომიკის მინისტრი