დახურული N 7 პენიტენციური დაწესებულების ნახვა მოქალაქეებს 5დღის განმავლობაში შეეძლებათ

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შესაძლებლობას  აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიისწარმომადგენლებს, ასევე, ნებისმიერ მოქალაქეს ამ კვირის განმავლობაში დაათვალიერონ ყოფილი N 7 პენიტენციური დაწესებულება. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ  ყოფილი პენიტენციური დაწესებულება პარასკევის ჩათვლით 12 საათიდან 17 საათამდე დაათვალიერონ.

,,ამისათვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვა, რომლის ასაღებადაც უნდა მოგვმართოთ მისამართზე: ზურაბ ანჯაფარიძის 27; ტელ. 995 32 2312 734, info@moc.gov.ge. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა N 7პენიტენციური დაწესებულება დღეს, 2 ივლისს დახურა”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკასპის საავადმყოფოში მშობიარე ქალი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტი – ზვიად კუპრავამ დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა