დახურული მეტრო და პარალიზებული დედაქალაქი – ენმ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს საკრებულოში იბარებს

ქალაქში არსებული სატრანსპორტო კოლაფსის გამო, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფიცვის შედეგად შეიქმნა, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს ოპოზიცია, საკრებულოში იბარებს.

ოფიციალური მიმართვა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე გააგზავნა.

პარტიაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მამუკა კობახიძე ოპოზიციის მოთხოვნაზე უარს იტყვის და საკრებულოში არ მივა, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხვალ თბილისის მერიაში მთავრობის სხდომაზე მივლენ და არსებული ვითარების შესახებ განმარტებებს იქ მოითხოვენ.

„კახი კალაძე უნდა დაფიქრდეს იმაზე, რა ურჩევნია სატრანსპორტო კოლაფსი ჰქონდეს ქალაქში თუ ადამიანები, რომლებიც მიწის ქვემოთ, საკუთარი სიცოცხლის ფასად რისკავენ თავიანთ სიცოცხლეს, ნორმალური ანაზღაურება ჰქონდეთ. თუ დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები არ მოვლენ ფრაქციის სხდომაზე და არ გაგვცემენ პასუხს არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებას, თუ რა ელოდებათ და როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს, ჩვენ აუცილებლად დედაქალაქის მთავრობაზე მივალთ და დედაქალაქის მერისგან მოვითხოვთ პასუხს,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“არანაირი აზრი არ აქვს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს, თუკი ამას ჩაატარებს თეა წულუკიანი” – არასამთავრობოები
შემდეგი სტატიარუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი თბილისშია – შეხვედრა პატრიარქთან