დახურულ სხდომაზე „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ქებასა და მადლობებზე ნაკლებ დროს ხარჯავენ

ერთადერთი დადებითი მხარე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენის დახურვას ჰქონდა, ის არის, რომ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ქებასა და მადლობებზე ნაკლებ დროს ხარჯავენ და კრიტიკულ კითხვებზე ემოციურად ნაკლებად რეაგირებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განუცხადა.

დეპუტატის თმით, სხდომაზე მსჯელობა ყველა საჯარო საკითხზე მიმდინარეობს.

„ჩვენი წუხილია იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რესურსები მინიმუმ ოპოზიციის თვალთვალზე იხარჯება, იმის ნაცვლად, რომ იხარჯებოდეს რეალურ საფრთხეებზე, რაც შეეხება რუსეთის მხრიდან სადაზვერვო საქმიანობასა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ძირგამომთხრელ საქმიანობას, ასევე ექსტრემიზმს. პანკისის ხეობაზეც ვისაუბრეთ, პასუხების ნაწილი საჯარო არ უნდა იყოს, მაგრამ „ქართული ოცნების” კითხვების 99 პროცენტი ერთის გარდა, ისეთი იყო, რასაც დახურვა არ სჭირდებოდა. ჩვენ ისეთი კითხვები გვქონდა, რომლის ნაწილი დახურვას მოითხოვდა, ისეთიც, რაც საჯარო პოლიტიკის დისკუსიის საკითხია. პანკისის ხეობის დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, მაგრამ ჯერ რეაქცია დაგვიანდა ექსტრემისტების ქსელის ამბავზე, რასაც შემდეგ დაკავებები მოჰყვა. ახლა საფრთხე ორივე მხრიდან გვაქვს; საფრთხე ექსტრემისტებისა და გავლენის მოპოვების მცდელობის თვალსაზრისით. ხელისუფლების იქ ყოფნა არ იგრძნობა, როგორც მოთამაშის სუვერენულ ქვეყანაში. ეშინოდათ საჯარო დისკუსიის საჯარო საკითხებზე”, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ყველა მიმართულებით არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე გვქონდა საუბარი, მთავარი პანკისის თემა იყო
შემდეგი სტატიამე და გიორგი ძალიან კარგი მეგობრები ვართ – გომელაური გახარიასთან დაპირისპირებას უარყოფს