4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

“დახმარებას წლები არ უნდა დასჭირდეს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, წუხელ რუსეთი თავს დაესხა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ოთხ რეგიონში: დნიპროში, ვინიცაში, ჟიტომირსა და ხმელნიცკიში. მათი სამიზნე იყო ქვესადგურები, ტრანსფორმატორები და ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისთვის, ასობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

“ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია ამერიკელ, ევროპელ და სხვა პარტნიორებთან, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ, Patriot-ის ტიპის რაკეტების საჭიროებასთან დაკავშირებით. მიმდინარე თვეში აშშ-მა და ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტების გამოყოფის შესახებ ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს. თუმცა, ამ დახმარების მოწოდებას წლები არ უნდა დასჭირდეს. რუსეთი სწორედ ახლა ანადგურებს ინფრასტრუქტურას და ხოცავს ჩვენს ხალხს; ამ ზამთარს კი ის, ძირითადად, ბალისტიკურ რაკეტებზე ამყარებს იმედებს. შესაბამისად, საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიც დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინის ცის დაცვას უჭერს მხარს”, – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი: შეიძლება აკრძალო პარტიები, მაგრამ ვერ აკრძალავ ქართველ ხალხს
შემდეგი სტატია“დამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა და არ შეიძლება შოუდ იქცეს”- ადიქტოლოგთა ასოციაცია