დახმარება ინდოეთისთვის

სამშაბათს ინდოეთმა ქვეყანაში არსებული მძიმე კოვიდ სიტუაციის გამო სხვადასხვა ქვეყნიდან დახმარება მიიღო. Reuters-ის ინფორმაციით ვირუსის აფეთქების გამო გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 200 ათასს გადააჭარბა. დღეს ბრიტანეთმა დელიში 100 ინჰალაციის აპარატი და 95 ჟანგბადის ბალონი გააგზავნა.

მიმდინარე კვირას საფრანგეთი ჟანგბადის მსხვილ პარტიას გააგზავნის, ქვეყნებს შორის, რომელიც ინდოეთს დაეხმარება, ასევე, არიან ირლანდია, გერმანია და ავსტრალია – ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა – “გარდიანი წერს”. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს თქვა, რომ დელიში ვაქცინებს გააგზავნის. პირველი “ჟანგბადის ექსპრესი” დელიმ აღმოსავლეთის შტატიდან მიიღო, 70 ტონა ტვირთით, თუმცა ეს 20 მილიონიანი ქალაქისთვის სამყოფი არ არის.

“ახლანდელი ტალღა ძალიან გადამდები და საშიშია, საავადმყოფოები გადატვირთულია” – დელის მთავარმა მინისტრმა არვინდ კეჯრივალმა თქვა.

სამშაბათის მონაცემებით, 323 144 ათასი ვირუსით დააავდებული პირი დარეგისტრირდა, რომელიც ორშაბათის პიკურ მაჩვენებელზე 352 991 ნაკლებია. გარდაიცვალა 2771 ადამიანი, ისინი ჟანგბადის უქონლობით პირდაპირ ქუჩებში იღუპებიან.

იზრდება ქვეყნების რაოდენობა, რომელიც ინდოეთთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლას დროებით წყვეტს.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე: ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, რაც განსაზღვრულია შეთანხმებით
შემდეგი სტატიააღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება