დაყარეთ იარაღი… წინ დავუდგები რუსებისთვის ნასროლ ტყვიებს – ცეცხლაძე კურსკის ოპერაციაში მონაწილე ქართველ სამხედროებს

რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევით ოპერაციაში მონაწილე ქართველ მებრძოლებს „იარაღის დაყრისკენ და სახლში დაბრუნებისკენ“ მოუწოდებს. ცეცხლაძე მათ „დაქირავებულებად“ მოიხსენიებს:

„კურსკის რაიონში ქართველი დაქირავებულების გამოჩენა თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგაა მიმართული. მოვუწოდებ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მყოფ ყველა ქართველს, დაყარეთ იარაღი და დაუბრუნდით ოჯახებს! ეს არ არის თქვენი ომი.

მე პირადად მოვალ კურსკში და დავდგები იმ ტყვიების წინ, რომელსაც თქვენ ესვრით რუსებს“, – ამბობს ცეცხლაძე.

banner
წინა სტატიაშიყველა მილევადი რეჟიმი ასე იქცევა ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში – ნიკა მელია მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე
შემდეგი სტატიაუკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს