დაყაჩაღების მცდელობა სათამაშო იარაღით ზუგდიდში- სამართალდამცავებმა ერთი პირი ადგილზე დააკავეს

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალის დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, წარმოშობით ოჩამჩირელმა ახალგაზრდა მამაკაცამა ბანკის დაყაჩაღება სათამაშო თოფით რამდენიმე წუთის წინ სცადა, თუმცა მისი დაკავება სამართალდამცავებმა ადგილზე მოახერხეს და მან თანხის წაღება ვერ მოახერხა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 179-ე მუხლითაა აღძრული.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ამერიკისგან 2 სამხედრო ვერტმფრენს მიიღებს
შემდეგი სტატიაპარლამენტმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარი დაუჭირა