„დაკავებულთა წრე გაფართოვდება…”- მეზვრიშვილი

შს მინისტრის მოადგილე ველისციხეში მომხდარ ინციდენტზე და მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დაისჯება ყველა პირი, ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება. მისივე თქმით, შსს-ს მიკერძოებულობაზე საუბარი ზედმეტია.

„დაკავებულთა წრე გაფართოვდება იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას კონკრეტული საქმის მასალები მოგვცემს. იქ ბევრი ინციდენტი მოხდა, ზოგი იყო სისხლის სამართლის დანაშაული, ზოგი ადმინისტრაციული დარღვევა. სისხლის სამართლის წესით არის დავით კირკიტაძე დაკავებული. მასთან ერთად მყოფი პირიც დაკავებულია, რომელიც თავდასხმაში იღებდა მონაწილეობას. ასევე დაკავებულია ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმისთვის პირი.

ვერ გეტყვით ვინ შეიძლება იყოს მომავალში დაკავებული. ჩვენ ვათვალიერებთ ვიდეოებს და ვკითხავთ მოწმეებს.

სამწუხაროა, რომ შეფასება ხდება, როგორც პოლიტიკური დევნა. სამინისტროს მიკერძოებულობაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვაკავებთ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაბა მეტრეველი: ნეობოლშევიკური საზოგადოება ისევ მტრების, მოღალატეების, აგენტების, კუ დ იანების ძიებაშია
შემდეგი სტატიათბილისის მოსახლეობას ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება