დაკავებულია შავღელეს სკოლის ყოფილი დირექტორი რამაზ მამულაძე

დაკავებულია კიდევ ერთი პირი – რამაზ მამულაძე. ის სამართალდამცველებმა ხობში აიყვანეს და შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს.

დაკავებული ხობის რაიონი სოფ. შავღელეს სკოლის ყოფილი დირექტორია, რომელიც თავის დროზე ამბობდა, რომ პოლიტიკური მოტივით გაუშვეს სამსახურიდან.

რამაზ მამულაძე სავარაუდოდ, იმ 8 ადამიანს შორისაა, რომელიც შსს-მ დღეს დააკავა.

როგორც დღეს ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავა.

უწყების თანახმად, სულ დაკავებულია 44 პირი, 4 კი მიმალვაშია.

banner
წინა სტატიაშიდააკავეს ლუკა დევდარიანი
შემდეგი სტატიაისრაელის მთავრობამ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა