6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

დაკავებულია სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელი

„გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსმა, წვევამდელზე, სამხედრო სამსახურის თავის არიდების მიზნით, 3000 ლარის სანაცვლოდ, ყალბი სამედიცინო დასკვნა გასცა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ჰოსპიტლის ხელმძღვანელი დააკავეს.

“ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, 3 000 ლარის სანაცვლოდ, წვევამდელ პირზე ყალბი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას შეძლებდა.

გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის მსურველ პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან. სამსახურის რეაგირება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მკაცრი.

banner
წინა სტატიაშიმთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ჩემი კანდიდატები არიან ვინც ილია მეორეს მოჰყვებიან ადრეული დროიდან
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული ოპოზიციაა