დაკავებულია პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული პირი

შსს-ს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული პირი. ბრალდებული დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ ადგილზე დააკავა. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციაზე ან ხელისუფლების წევრზე თავდასხმას გულისხმობს.

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაჭრილ პატრულს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
შემდეგი სტატიაზუგდიდში ისევ გამოჩნდა წარწერები-სიტემა ყარს!