დაკავებულია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, ფოთის საკრებულოს დეპუტატი მალხაზ ბუკია

მოსკოვის ცენტრში გამართულ სროლაში ჩაურევლობის გამო ორი პოლიციელი დააკავეს

დაკავებულია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, ფოთის საკრებულოს დეპუტატი მალხაზ ბუკია. სპეცოპერაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს, გამთენიისას ჩაატარა. ბუკიას სამართალდამცველები ფინანსურ დარღვევებს ედავებიან. საქმე ეხება უაქციზო, კონტრაბანდული სიგარეტების შემოტანას.

მალხაზ ბუკია “პატრიოტთა ალიანსიდან” ადგილობრივ არჩევნებში მონაწილებდა და კენჭს მაჟორიტარად იყრიდა. მისი შტაბის წევრების თქმით, დაკავება არჩევნებს უკავშირდება და ხელისუფლებამ ამ გზით ძლიერი კონკურენტი ჩამოიშორა.

ინფრომაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.

banner
წინა სტატიაშიზაჰესში ხიდი ჩაინგრა
შემდეგი სტატიათელავში ავტომობილი აფეთქდა