გამთენიისას საპოლიციო ძალების მიერ დაკავებული აქტივისტების რიცხვი კიდევ გაიზარდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მინიმუმ 8 პირი. აქტივისტების ინფორმაციით, სხვადასხვა იზოლატორში გადაიყვანეს:
მარიამ მეყანწიშვილი
გიორგი ტალახაძე
დავით გიუნაშვილი
დავით ღურცკაია
სიმონ მახარაძე
გია თოლორაია
მიხეილ თოლორაია
თემურ ქურციკიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროში დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
















