(video) დაკავებულია ხუთი მოქალაქე

რამდენიმე წუთის წინ სამმართველოს შენობასთან აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს. მანამადე კი ბათუმი პლაზასთან ოთხი მოქალაქე გადაიყვანეს განყოფილებაში. მათ მონახულებას აპირებს საქართველოს სახალხო დამცველის აჭარის ოფისის უფროსი ციალა ქათამიძე. აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან  ადგილი ჰქონდა მოქალაქეებისა და სამართალდამცველების ფიზიკურ დაპირისპირებას.

პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ისმის შეძახილები: “ბათუმელებო, გამოდით, შემოგვიერთდით”.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პოლიციის ძალადობრივ ქმედებას აპროტესტებენ და დაკავებული 5 პირის გათავისთუფლებას ითხოვენ. ბათუმში პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული

 

https://youtu.be/rFafbXr-jp0

 

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე: უწმინდესს დეკანოზი გიორგის თავდებით გამოშვება უნდოდა
შემდეგი სტატიანიკა მაჭუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს დაკავებული თანამდებობის დაკავებისკენ მოუწოდებს