დაკავებულია ერთი პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

5JOXADZEდაკავებულია ერთი პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები- ეს ინფორმაცია “თაიმერს” შსს-ში განუცხადეს. უწყება დამატებითი დეტალებზე საუბრისგან ამ დროისათვის თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს გარდაიცვლა ახალგაზრდა სოსო ჯოხაძე. ადგილზე ამ დროისათვის ექპსერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მკვლელობა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, შავი ფერის ჯიპს ერთი შეიარაღებული პირი დაესხა თავს, რომელმაც 5-6 გასროლა განახორციელა.მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

გავრცელებული ინფორმაციით ძმები ჯოხაძეები კრიმინალური ავტორიტეტები არიან. ძმები ჯოხაძეების სახელი 2004 წელს ვაკის საცურაო აუზთან მომხდარ მკვლელობაშიც ფიგურირებს, სადაც საძმოებს შორის დაპირისპსირების გამო ცოლ-ქმარი ჩაცხრილეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

https://youtu.be/bez2uRs0U6o

 

banner
წინა სტატიაშიპუტინმა აშშ-სთან სირიის საკითხზე უახლოეს მომავალში შეთანხმების მიღწევა დააანონსა
შემდეგი სტატიავაკეში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი მამაკაცი ადვოკატი ჩიბუხაშვილია