tv პირველის-ის ინფორმაციით, შსს-მ კომპანია „სილქნეთის“ მფლობელი, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი იგივე „ზარალა“ დააკავა.
ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული.
სსკ-ის 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.