ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 14 პირია დააკავა, სამართალწამოება მიმდინარეობს კიდევ 13 პირზე, – ამის შესახებ ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული 13 პირის საქმეებს მომდევნო დღეებში სასამართლო განიხილავს.
დღეს შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა. ასევე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარებს 13 პირის მიმართ.
როგორც საზოაგდოებისთვის ცნობილია, გუშინ, 2025 წლის 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე საკნაონმდებლო ორანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა. აღნიშნული ქმედებით აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
მიუხედავად პოლიციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე შსს-ს მიერ ოფიციალურად გავრცელებული გაცხადებისა, არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო მოძრაობა, აქციის მონაწილეები პოლიციას არ დაემორჩილნენ და გააგრძელეს კნაონსაწინააღმდეგო ქმედება.
ასევე დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც ასევე კანონდარღვევას წარმოადგენს.
შესაბამისად, მოხდა 27 სამართალდამრღვევი პირის იდენტიფცირება, რომელთაგან 14 პირი უკვე დაკავებულია, ხოლო 13 პირის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება და მომდევნო დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირები განმეორებით ჩაიდენენ მსგავს ქმედებას, მათ მიმართ დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობოს საკითხი.
აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს, – განაცხადა დარახველიძემ.
















