დაკავებული ჟურნალისტის ცოლი: თუ აფგანს აზერბაიჯანს გადასცემენ, იქ საპატიმრო ელოდება

15 პოლიციელმა დღეს დააკავა ჩემი მეუღლე. ისინი სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ. გვეუბნებოდნენ, რომ არაკანონიერად ვართ აქ. მე ქართული არ მესმის და არ ვიცი რას ამბობდნენ. ჩემი მეუღლე აზერბაიჯანში ორჯერ იყო პოლიტიკური პატიმარი. 6 თვის წინ საქართველოში წამოვიდა, რადგან ისევ დაჭერას უპირებდნენ. აქაც გრძნობდა საფრთხეს და წასვლა გვინდოდა, მაგრამ არ გაგვიშვეს. აფგანი პრაქტიკულად მოიტაცეს – ეს კანონის დარღვევაა. ალიევმა შეუკვეთა აფგანი და საქართველომ ეს შეკვეთა შეასრულა. თუ აფგანს აზერბაიჯანს გადასცემენ, მას იქ საპატიმრო ელის,-განაცხადა თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ცოლმა, სევინჯ სადიგოვამ. რამდენიმე საათის წინ თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აფგან სადიგოვის დაკავებას ადასტურებს.

უწყებაში ამბობენ, რომ მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე იძებნებოდა.

ჟურნალისტს ექსტრადირებისთვის ამზადებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით.

აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა”- ამბობენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაში„დავმარხავ იმ ბათუმში, დასასახიჩრებელი გამიხდება“ – დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 2 პირი
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია – ჩვენ, დაწვრილებით ვიცით თუ რა ხდება ენგურს გაღმა, ყოველ ქალაქსა და სოფელში. დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ეს განუკითხაობა, რომელსაც ადგილი აქვს აფხაზეთში დიდხანს არ გაგრძელდება. ჩვენ, ძალიან მალე მოვშლით ენგურზე ხელოვნურად აღმართულ საზღვარს