12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

“დაკავებული ვარ, საქართველოს ღალატისთვის”- ბარამიძე

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ვიდეოში, რომელსაც ბარამიძის დაკავებისას მისი მეუღლე ავრცელებს.

„ახლა მობრძანდნენ ბატონები და მითხრეს, რომ დაკავებული ვარ, საქართველოს ღალატისთვის, არ გრცხვენიათ, მაგას რომ მეუბნებით?“ – აცხადებს გიორგი ბარამიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ცოტა ხნის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში პროკურატურის წარმომადგენლებმა დააკავეს.

19:00 საათზე, საქართველოს პროკურატურაში ჩანიშნულია ბრიფინგი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე დააკავეს
შემდეგი სტატიაირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: გვყავს პოლიტპატიმარი, რომელიც სიტყვების ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს