დაკავებული უკრაინის მოქალაქისთვის დნმ-ს ანალიზის შსაძლო აღება – რა განმარტებას აკეთებს გახარიას მოადგილე

სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქის დაკავებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ ბრალდებულებს სპეცოპერაციის ჩატარების დღეს აუღეს ანალიზი, რომელსაც სავარაუდოდ მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ გამოძიებას აქვს უფლება, რომ დნმ-ის ანალიზი იძულებით აიღოს.

„გარკვეული ეჭვები გამოძიებას შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით გააჩნია, თუმცა ჩვენ რეალურად ვატარებთ სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებსაც იმისთვის, რომ უფრო ნათელი სურათი შევქმნათ და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ. ეს ადამიანები კონკრეტულად სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლებით არიან ბრალდებულები. დნმ-ს რა შეეხება, იქ იყო განცხადებები, რომ თითქოს, იარაღი ჩაუდეს და ა.შ, ეს მათი სტრატეგიაა. ამას ჩვენ არ ვადასტურებთ. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, იარაღი ამოვუღეთ, დავაკავეთ, პროკურატურამ ბრალი წაუყენა. დნმ-ს რას შეეხება, არ ვიცი, რასთან დაკავშირებით საუბრობს, ზოგადად, იძულების ზომების გამოყენება პოლიციას და საგამოძიებო ორგანოებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს აქვთ,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ყველას მოვუწოდებ, დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“ – სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატია“არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნიას განვიხილავ ჩემი გუნდის წევრად”- ზურაბიშვილი