დაკავებული ლგბტ უფლედამცველები, სავარაუდოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს

რამდენიმე წუთის წინ, როგორც ცნობილია დაკავებული ლგბტ უფლებადამცველები გადაიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით უნდა გაიმართოს პროცესი.

როგორც მათი უფლებადამცველი აცხადებს, რომ მათი დაკავება სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ მოხდა, რადგან მათ არ დაუმახინჯებიათ არც ერთი შენობის იერსახე.

„საქმე ეხება არა რაიმე ნაგებობის ან უძრავი ქონების, ან მითუმეტეს სახელმწიფო უწყების კუთვნილი ქონების დაზიანებას, დამახინჯებას და ა.შ. საქმე ეხება მხოლოდ გზაზე, დაგებულ ასფალტზე დახატულ რამდენიმე ძალიან ლამაზ ფიგურას, რაც ბუნებრივია ამ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების ერთერთი ფორმაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების ფარგლებში, ადამიანების არ უნა ისჯებოდნენ დემოკრატიულ ქვეყანაში,“ – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

banner
წინა სტატიაშისამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა იწყება
შემდეგი სტატია“უკვე ველაპარაკე ბატონ ბიძინა ივანიშვილს”- თამაზ მეჭიაური “ქართულ ოცნებას” ტოვებს