დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნები – ლაშა გოგიასთან და გია გულორდავასთან ადვოკატები იმყოფებიან

ზუგდიდის ყოფილ მერთან, ლაშა გოგიასთან და მის მოადგილესთან, გია გულორდავასთან ადვოკატები მოსანახულებლად შევიდნენ. ორივე დაკავებული ამ წუთებში მოდულის შენობაში იმყოფება.

უფლებადამცველებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ დაკავებულებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და რას ედავება საგამოძიებო უწყება მათი დაცვის ქვეშ მყოფებს, ადვოკატებისთვის ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა დააკავა.

ზუგდიდის ყოფილი მერს ლაშა გოგიას და მის მოადგილე გია გულორდავას გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საუბარია გულუას ბაღისა და ზუგდიდის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომელთა აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამი მოსთხოვეს. გულორდავასა და გოგიას მოქალაქემ 21 ათას 500 დოლარი ჩაურიცხა.

banner
წინა სტატიაშიმაიკლ ჯექსონი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ Forbes-ის რეიტინგის ლიდერია
შემდეგი სტატია,,ბიძინას ჯარი პამპერსებით არის ეკიპირებული”-გია ხუხაშვილი