საპროტესტო აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინი ყვება, 6 ივნისს ციხის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ, – ამის შესახებ თავად ჩეჩინი ჰყვება ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ.
მისივე თქმით, ციხის თანამშრომლებს უთხრა სიმსივნური წარმონაქმნის შესახებ და ექიმი მოითხოვა, თუმცა, ის 2 საათით კარცერში წაიყვანეს.
მისი თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც არამწეველების კამერაში გადასვლა და ამ თხოვნის ციხის დირექტორისთვის გადაცემა ითხოვა.
„მე ვარ ჩეჩინი, ანტონ დიმიტრის ძე. 06.06.25-ში ვითხოვე არამწეველების კამერაში გადასვლა. ამის შესახებ ვთხოვე ციხის თანაშრომლებს. დაახლოებით 19.00 საათის შემდეგ მოვიდნენ უსაფრთხოების თანაშრომლები.
მე ვუთხარი, რომ ეს ინფორმაცია გადაეცათ ციხის დირექტორისთვის. მათ მიპასუხეს, რომ დირექტორი არ იყო, რის შემდეგაც მათ დაიწყეს ჩემთვის ხელების გადამტვრევა და მიზეზების აუხსნელად ცდილობდნენ კამერიდან ჩემს გამოყვანას.
დაახლობით 5-6-მა თანამშრომელმა კამერიდან ძალის გამოყენებით გამომიყვანა. შეშინებული ვიყავი და არ ვიცოდი ამ ქმედებების მკზეზი.
მას შემდეგ, რაც გამომიყვანეს კამერიდან დამიწყეს ყვირილი და შეურაცხყოფის მოყენება რუსულ და ქართულ ენებზე. შემდეგ მაყენებდნენ ტკივილს და მემუქრებოდნენ, რომ თუ არ გავჩუმდებოდი, კიდევ უფრო მეტ ტკივილს მომაყენებდნენ.
მე თანაშრომლებს შევატობინე იმის შესახებ, რომ თავში მქონდა სიმსივნური წარმონაქმნი და ტკივილი გულისა და ხელების არეში და მინდოდა, რომ ექიმს გავესინჯე.
მათ არავითარი რეაქცია არ ჰქონიათ ჩემს თხოვნაზე. ამის შემდეგ წამიყვანეს კარცერში, სადაც გავატარე დაახლოებით 2 საათი.
დაახლოებით 22.00-ზე მე წამიყვანეს მედდასთან. მან გამსინჯა, მომცა წამალი და უთხრა, გაეკეთებინათ გამაყუჩებელი, რადგან მქონდა ძლიერი ტკივილი.
ხელებზე მქონდა ბევრი ჰემატომა და ჩალურჯება, ასევე მქონდა ტკივილი სახსრების არეში. ვიცი, რომ რუსეთშიც ციხის თანამშრომლები ამგვარად არღვევენ პატიმრის უფლებებს, რაც მე თვითონ ვნახე დაკავებისას. მინდა, რომ საქართველოში პატიმრები თავიანთ უფლებებს იცავდნენ”. – წერია ანტონ ჩეჩინის წერილში.