დაკავებულების წამებაში მხილებული, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობიდან გაუშვეს

გავრცელებული ინფორმაციით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმუკა კალანდაძე კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს.

საჯარო სივრცეში არსებობს ცნობები, რომ ამ უკანასკნელს დაკავებულები წამებაში ამხელდნენ. არსებული ცნობებით, ის აქტიურად მონაწილეობდა მოქალაქეთა დარბევაში პროევროპული აქციების დროს.

ბოლო სკანდალი, რომელიც კალანდაძის სახელს  უკავშირდება,  ეს არის ბიზნესმენ გელა ბარკალაიას სახლის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული პირების განცხადებები. ისინი ამბობდნენ რომ პოლიციაში მთელი ღამე სცემდნენ და აწამებდნენ.

თემუკა კალანდაძე ძალოვანი უწყებიდან რამდენჯერმე გაუშვეს, თუმცა გომელაურმა სისტემაში ისევ დააბრუნა. პოლიციის მაღალჩინოსნს მოქალაქე  სექსუალური ძალადობის ბრალდებაშიც ადანაშაულებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი გადაცდომების გამო  კალანდაძე, გიორგი გახარიამ სისტემიდან გაუშვა, თუმცა ვახტანგ გომელაურმა უკან დააბრუნა.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ “ოცნებას” 26 მოქალაქისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა
შემდეგი სტატია“სტრასბურგის გადაწყვეტილება რეალური დამნაშავეების განაჩენია” – გახარიას პარტია