დაკავებულები არიან ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები.
„დიახ, ვადასტურებ, რომ ძმები ფეიქრიშვილების სახლში მოხდა ჩხრეკა. ისინი დააკავეს და გადაყვანილები არიან იზოლატორში. ერთ-ერთის სახლის ჩხრეკას მეც ვესწრებოდი, რომელიც დაკავებულია ძალადობის მუხლით. როგორც ვიცი, კიდევ ერთი პირია დაკავებული“, — ამბობს გიორგი ანთაძე, ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატი.
ტყუპი ძმების სახელები ბევრ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეს უკავშირდება. მაგალითად, ვაკის ჩაცხრილვა და სოსო ჯოხაძის მკვლელობა. ისინი ასევე მრავალჯერ არიან ნასამართლევი. რამდენიმე წლის წინ, მათი მკვლელობის მცდელობის შესახებაც იყო ლაპარაკი . შსს ამბობდა, რომ ძმების აფეთქება ავტომობილში იგეგმებოდა















